ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ჩერნობილზე "კონტრ"-ტელესერიალის გადაღებას გეგმავს


ჩერნობილზე გადაღებული "ეიჩ-ბი-ოს" (HBO) ტელესერიალის განხილვა პასადენაში, კალიფორნიის შტატი

ჩერნობილზე ტელეკომპანია "ეიჩ-ბი-ოს" (HBO) მიერ გადაღებული პოპულარული ტელესერიალის საპასუხოდ, რუსეთში ანალოგიურ თემაზე სერიალის გადაღება გადაწყვიტეს. მოსკოვში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ახალ ფილმში ჩერნობილის კატასტროფა შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ იქნება მოწყობილი.

საბჭოთა მმართველობის დროს, უკრაინის ქალაქ ჩერნობილში მომხდარი ბირთვული კატასტროფის შედეგად, მილიონამდე ადამიანმა რადიაციული დასხივება მიიღო. შეერთებულ შტატებში წელს კერძო ტელეარხ "ეიჩ-ბი-ოს" 5-ნაწილიანი სერიალი გამოვიდა, რომელმაც არნახული პოპულარობა მოიპოვა.

ფილმი უმეტესად იმ ადამიანთა სიმამაცეს და საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვას ასახავს, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბირთვული რეაქტორიდან რადიაციის გაჟონვა მაქსიმალურად შეეჩერებინა. ფილმი აჩვენებს საბჭოთა ეპოქის პროპაგანდისტულ მანქანასაც, რომელიც ამ უდიდესი მასშტაბის კატასტროფის მიჩქმალვას დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა. ის ასევე ასახავს პარტიულ მმართველთა დაგვიანებულ რეაქციებს და ბრალის ბოლომდე უარყოფას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG