ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩერნობილთან კვლავ ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ


18 აპრილი, 2020

უკრაინელი მეხანძრეები უკვე მთელი თვეა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს გაჩენილი ხანძრების ჩაქრობას ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა 27 აპრილს განაცხადა, რომ ლუბიანსკის, პარიშივსკის, დიტიატკივსკის და დენისოვიტსკის მახლობლად, ტყეებში ბრიგადები ჯერ კიდევ მუშაობდნენ.

"მთავარი ძალისხმევა ორი კერის ჩაქრობისკენაა მიმართული", აცხადებს საგანგებო სიტუაციების სამსახური და განმარტავს, რომ ამ ტერიტორიაზე რადიაცია დასაშვებ მაჩვენებლებს არ აღემატება.

ხანძრის კერები 3 აპრილს ჩერნობილის საევაკუაციო ზონის დასავლეთ ნაწილში გაჩნდა, შემდეგ კი მიმდებარე ტყეებში გავრცელდა. ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ ხანძრები ჩამქრალია, თუმცა ისინი კვლავ ჩნდება. პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულია ორი პირი, რომლებიც თავდაპირველი ხანძრის გაჩენაში არიან ეჭვმიტანილნი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG