ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქციები კიევში


Ukraine Russia Language
Ukraine Russia Language

აქციის მონაწილეები ქვეყნის ზოგიერთ რაიონში რუსული ენისთვის პრივილეგიების მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდნენ

უკრაინის დედაქალაქ კიევში მეორე დღეა გრძელდება საპროტესტო აქციები სახელმწიფო ენის ახალ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის ზოგიერთ რაიონში რუსული ენისთვის პრივილეგიების მინიჭებას ითვალისწინებს.

უკრაინის რადაში აღნიშნული კანონპროექტი პრეზიდენტ იანუკოვიჩის მხარდამჭერებმა შეიტანეს, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებს გამოხატავენ.

ამ კანონპროექტის მიღების გამო, პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, ვლადიმერ ლიტვინმა.
XS
SM
MD
LG