ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში მღელვარებაა


უკრაინის დედაქალაქ კიევში პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა.

უკრაინის პარლამენტმა რუსული ენის რეგიონალურ ენად აღიარების შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა, რამაც მოსახლეობაში გარკვეული აღელვება გამოიწვია. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ძალაში შევა, მაშინ რუსული ენა უკრაინის რუსულენოვანი მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში სასამართლოს გარდა, საგანმანათლებლო სფეროსა და სხვა სამთავრობო დაწესებულებებშიც იქნება გამოყენებული. მიუხედავად ამისა, უკრაინული ენა ოფიციალურ, სახელმწიფო ენად კვლავ რჩება.
თუ პარლამენტი ხალხის აზრის წინააღმდეგია,მაშინ მისი ადგილი აქ არ არის.
...

ასობით ადამიანი კიევის ცენტრში აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა. უკრაინელთა უმრავლესობა შიშობს რომ პარლამენტის ახალი ინიციატივა, უკრაინული ენის გაუჩინარებას შეუწყობს ხელს. პარლამენტარმა ანდრეი შევჩენკომ, რომელიც იულია ტიმოშენკოს ოპოზოციური პარტიიდანაა, აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:

„ჩვენ აქ ვიდექით, როდესაც პოლიცია მოვიდა და ტერიტორიის დატოვება გვიბრძანა. მათ ნაბრძანები ჰქონდათ ადამიანების კიბეებიდან ჩამოგდება.“

მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ვიტალი კლიჩკოც უარყოფითად აფასებს პარლამენტის ინიციატივას:

„თუ პარლამენტი ხალხის აზრის წინააღმდეგია, მაშინ მისი ადგილი აქ არ არის.“

უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერი, ვლადიმერ ლიტვინი კანონპროექტის მიღების გამო გადადგა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით კი, თუ პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდა, მაშინ ნაადრევი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უკრაინაში გარდაუვალი იქნება.
XS
SM
MD
LG