ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ 29 რუსული დრონი და ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო


უკრაინის საჰაერო ძალებმა სამშაბათს განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში, 29 რუსული დრონი და ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა.

უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული დრონების სამიზნე, მეტწილად, სამხრეთ უკრაინაში, მიკოლაივის რეგიონი და ცენტრალურ უკრაინაში, დნიპროპეტრივსკის რეგიონი იყო.

დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმა სერჰი ლისაკმა თქვა, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნამ დააზიანა სამრეწველო ობიექტი ქალაქ პავლოგრადში და გამოიწვია ხანძარი დნიპროში მდებარე კერძო ფირმაში.

თავდასხმებს წინ უსწრებდა უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის განახლებული დაპირებები, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს კიევში შეიკრიბნენ.

დასავლეთის დახმარება უკრაინისთვის პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც პრორუსმა კანდიდატმა მოიგო არჩევნები სლოვაკეთში, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია, ხოლო აშშ-ს კონგრესმა გამოტოვა უკრაინის დაფინანსება მისი დროებითი ხარჯების კანონპროექტიდან. უკრაინის სამხედრო კონტრშეტევა იმაზე ნელი იყო, ვიდრე დასავლეთის ლიდერები იმედოვნებდნენ.

"ჩვენი გამარჯვება პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლობაზე - რაც უფრო ძლიერ და პრინციპულ ნაბიჯებს გადავდგამთ ერთად, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი", - განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, შეხვედრის დროს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა აგრძელებს დაიცვას თავისი ხალხი და მისი ეკონომიკა რუსეთის უწყვეტი თავდასხმებისგან, რომ მისი კონტრშეტევა, რომელიც მიზნად ისახავს მისი ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებას, სტაბილურად პროგრესირებს და შეახსენა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ უკრაინას სჭირდება მეტი ფული, მეტი იარაღი და მეტი სამხედრო მომზადება, - მიზნების მისაღწევად. ზელენსკიმ მათ ასევე სთხოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, მომავალი ზამთრისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და გარანტირებული ენერგომომარაგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გასულ წელს, რუსეთმა უკრაინის ერგეოინფრასტრუქტურა დაბომბა.


„გასულ ზამთარში ჩვენ ვნახეთ, თუ რა სასტიკად აწარმოებს რუსეთის პრეზიდენტი ამ ომს. ჩვენ უნდა ავიცილოთ ეს ყველაფერი“, - თქვა ბერბოკმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ შეხვედრის გამართვა უკრაინის დედაქალაქში იყო „უკრაინის მტკიცე და ხანგრძლივი მხარდაჭერის ჩვენება“.

„ეს ასევე არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ არ უნდა ჰქონდეს ჩვენი დაღლის იმედი“, - განუცხადა კოლონამ ჟურნალისტებს.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰანკე ბრუინს სლოტმა განაცხადა, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში აგრესიისთვის და რომ მნიშვნელოვანია რუსეთზე სანქციებით ზეწოლა.

”ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც სჭირდება, რამდენიც სჭირდება, უკრაინის ხალხის თავისუფლებისთვის,” - თქვა მან.

რა დახმარება მიიღო უკრაინამ ამერიკისგან?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:06 0:00


რუსული დაბომბვები - სკოლები მიწის ქვეშ

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, მათ შორის ბავშვები, რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთ რეგიონის, ხერსონის დაბომბვის შედეგად. რეგიონის გუბერნატორმა ოლექსანდრ პროკუდინმა „ტელეგრამის“ აპლიკაციაში განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ღამით ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ უბნებს, მაღაზიებს, სამედიცინო დაწესებულებებს და სხვა ინფრასტრუქტურას.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ ქალაქ ხარკივში, რომელიც რუსეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, რუსული ბომბებისა და სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ, მიწისქვეშა სკოლების მშენებლობას გეგმავენ.

სტუდენტები, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ონლაინ გაკვეთილებს ესწრებიან და ხშირად ეს ქალაქის მეტროსადგურებში ხდება.

მერმა იჰორ ტერეხოვმა Telegram-ზე თქვა, რომ ახალი მიწისქვეშა სკოლა "ხარკივის ათასობით ბავშვს, „საშუალებას მისცემს, უსაფრთხო განათლება, სარაკეტო თავდასხმების დროსაც კი მიიღონ.“

თავშესაფრები უკრაინაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:50 0:00

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG