ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის კრიზისის გამო ობამას კრიტიკა გაიზარდა


ობამას სუსტი საგარეო პოლიტიკის გამო მისი თანაპარტიელებიც აკრიტიკებენ

უკრაინაში არსებულ დაძაბულობაზე და სისხლისღვრაზე ამერიკის მხრიდან კრიზისის მიმართ საპასუხო ნაბიჯები ვაშინგტონში სულ უფრო დიდი განხილვის თემა გახდა.

ოდესაში სისხლიანი დაპირისპირება სასტიკი რეალობის სურათია: ყოველდღიურად უკრაინა სამოქალაქო ომს უახლოვდება. ერთ მხარეს კიევის პროდასავლური ხელისუფლებაა, რომელსაც პრორუსული სამხედრო დაჯგუფებები უპირისპირდება, რომელიც მოსკოვიდან იმართება.

შეერთებული შტატების სანქციების ახალი რაუნდი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იყო მიმართული, მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკაზე უკრაინასთან დაკავშირებით შედეგიანი ვერ აღმოჩნდა. ამ ფაქტმა ვაშინგტონში პრეზიდენტ ობამას კრიტიკოსთა ყურადება მიიქცია.

რესპუბლიკელი სენატორის, მარკო რუბიოს განცხადებით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციას არ იცვლის, თუმცა საპასუხო ნაბიჯებმა ვერ გამოიღო სასურველი შედეგი. სანქციებმა ვერც პუტიის ქმედებაზე იმოქმედა, ამბობს სენატორი რუბიო, რაც რუსეთის ლიდერის გათვლებში საზღაურს გაზრდიდა სარგებელთან შედარებით.

გასულ კვირას სენატის რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა წარმოადგინეს კანონი, რომელის მიზანიც რუსული ბანკების და სხვა საკვანძო ეკონომიკური სექტორების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარება იქნება.

" ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობა მეტწილად ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე არის დამოკიდებული. პრობლემა არის ის, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა, როგორც ჩანს, ამას არ ითვალისწინებს. ნაცვლად იმისა, რომ მსოფლიო მოვლენების ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს, ის ამ მოვლენებზე უბრალოდ რეაქციით შემოიფარგლება", განაცხადა რუბიომ.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი ინიციატივის სხვადასხვა ელემენტის განხლივას არ გამორიცხავს.

მისი განცხადებით, თუკი რუსეთი თავის ამჟამინდელ კურსს გააგრძელებს, ამერიკის შეერთებული შტატების განკარგულებაში არსებობს წინადადებების მთელი პაკეტი, მათ შორის არის სანქციები, რომლებიც ძირითადად რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისკენ იქნება მიმართული.

თუმცა, გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ განაცხადა, რომ იმედი აქვს, რომ დიპლომატიით დამატებითი სანქციების გამოყენება არ იქნება აუცილებელი.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი სანქციების გამოყენების საჭიროება აღარ იქნება. ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთის მოსახლეობა დავსაჯოთ. ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ პუტინი და მისი პოლიტიკური გარემოცვა ცუდ და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და საჭიროა, რომ მას ეს არსებული კურსი გადავაფიქრებინოთ", განაცხადა ობამამ.

უკრაინის კრიზისი, თეთრი სახლისა და მისი ოპონენტების ურთიერთობაში უთანხმოების ერთადერთი წყარო როდია. ბევრი რესპუბლიკელი და ასევე დემოკრატი კანონმდებელიც კი, თეთრ სახლს სირიაში არსებული სასტიკი სისხლისღვრის მიმართ არასაკმარისი ნაბიჯების გამო აკრიტიკებს. ასევე არსებობს დიდი სკეპტიციზმი, თუ რამდენად ცდილობს ობამას ადმინისტრაცია დიპლომატიის გზით ირანს ბირთვული ის მხრიდან ირანის ბირთვული პროგრამის ამბიციები გადააფიქრებინოს.
XS
SM
MD
LG