ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა „სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია“


პრო-რუსულმა შეიარაღებულმა პირებმა, აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ქვეყნის სამხედრო ძალები, რუსეთის ძალების შესაძლო შეჭრის მოსაგერიებლად, „სრულ საბრძოლო მზადყოფნაში“ არიან.

დღეს, კიევში, მინისტრთა თათბირზე ოლექსანდრ ტურჩინოვმა თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების რეალური საშიშროება არსებობს.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრო-რუსულმა შეიარაღებულმა პირებმა, აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. ოთხშაბათს დილით, შეიარაღებული ამბოხებულები ჰორლივკის საქალაქო საბჭოს შენობაში შეიჭრნენ. ქალაქში 260 ათასი მცხოვრებია. პოლიცია ამბობს, რომ ჰორლივკაში, პრო-რუსულმა ამბოხებულებმა პოლიციის რეგიონული განყოფილებაც დაიკავეს.

კვირის დასაწყისში, პრო-რუსულმა სეპარატისტებმა რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მეტი შენობები დაიკავეს. ისინი ლუგანსკის პროკურატურის შენობას და რეგიონულ დედაქალაქ დონეცკს აკონტროლებენ. დონეცკში პრო-მოსკოვურმა ამბოხებულებმა, 11 მაისისთვის უკრაინისგან გამოყოფიდ შესახებ რეფერენდუმი დანიშნეს. გასულ თვეში, მსგავსი კენჭისყრა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას უძღოდა წინ.
XS
SM
MD
LG