ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი რუსეთს ვალდებულებებს ახსენებს


შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, დროა რუსეთმა „შეწყვიტოს ლაპარაკი და საქმეზე გადავიდეს“

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რუსეთს მოუწოდებს პატივი სცეს უკრაინის კრიზისის გადასაწყვეტად ბოლო დროს მიღწეულ შეთანხმებებს და ამბობს, რომ უკრაინა ახლა „საკუთარი მომავლისთვის იბრძვის“.

სამშაბათს, კიევში , დროებით პრემიერ მინისტრ არსენი იაცენიუკთან ერთობლივი გამოსვლისას, ბაიდენმა თქვა, რომ დროა რუსეთმა „შეწყვიტოს ლაპარაკი და საქმეზე გადავიდეს“ იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს თავის თავზე აიღო. რუსეთმა პირობა დადო, რომ მხარდაჭერას შეუწყვეტდა იმ პრო-რუსულ სეპარატისტებს, რომლებმაც აღმოსავლეთ უკრაინაში სამთავრობო შენობები დაიკავეს.

შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა „არის და უნდა დარჩეს ერთ მთლიან ქვეყანად“. მან თქვა, რომ შეერთებული შტატები არ დაუშვებს „უკრაინის მიერ ამ გზის მარტოდ გავლას ... ჩვენ, თქვენს გვერდით ვიქნებით.“

ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობას დამატებით 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამ თანხიდან 11 მილიონი დოლარი, 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების დასაფინანსებლად დაიხარჯება.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG