ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი შესაძლოა აგვისტოში 4 მილიონ ტონამდე გაიზარდოს


უკრაინის აგრარული საბჭოს თავდმჯდომარის თქმით, ქვეყნიდან მიმდინარე თვეში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტმა, შესაძლოა 4 მილიონ ტონას მიაღწიოს.

რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ, უკრაინულმა სატვირთო გემებმა მოსავლის გატანა ივლისის მიწურულში შეძლეს. უკრაინიდან ამ დრომდე ექსპორტზე გასული მარცვლეულის რაოდენობა 3 მილიონი ტონაა. მოსავლის უკრაინული პორტებიდან გატანა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში გაერო და თურქეთში ჩაერთნენ.

თუმცა, მიუხედავად ახალი საექსპორტო შესაძლებლობებისა, აგრარული საბჭოს თავმდჯომარის თქმით, უკრაინელი ფერმერები მაინც აწყდებიან სახსრების დეფიციტს. ამავე მიზეზით, მათი მესამედი არ მიიღებს მონაწილეობას 2022-23 წლის ზამთრის მარცვლეულის თესვაში თვის ბოლოს.

თებერვლიდან ივლისამდე, მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად, რუსეთი უკრაინულ სატვირთო გემებს არ აძლევდა საშუალებას, რომ პორტები უსაფრთხოდ დაეტოვებინათ. ამ ფაქტმა თავის მხრივ, საკვების დეფიციტი გამოიწვია აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი შუამავლების ჩართულობით აღდგა, უკრაინული მხარე ამბობს, რომ მარცვლეულის რაოდენობა, რომელიც ახლა გადის ქვეყნის საზღვრებს გარეთ, გაცილებით მცირეა იმასთან შედარებით, რაც ომამდე პერიოდში იყო.

XS
SM
MD
LG