ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინისთვის ამერიკის მორიგი დახმარება სათვალთვალო დრონებსაც მოიცავს


ჯო ბაიდენი - აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი - აშშ-ის პრეზიდენტი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის. პაკეტის სრული ფინანსური ღირებულება 800 მილიონი დოლარია.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბოლო დახმარება, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისთვისაა განსაზღვრული, მოიცავს სათვალთვალო დრონებსაც. ამას გარდა, პირველად, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვაშინგტონი კიევს გადასცემს ჯავშან-მანქანებს, რომლებიც მიწაში დამალული ნაღმებისგანაც კი დაცულია,

დახმარების ეს პაკეტი არაერთი ტიპის შეიარაღებას გულისხმობს. მათ შორისაა: "ჰაუბიცის" სისტემები, ასევე 16 სათვალთვალო დრონი - Scan Eagle, რაც ამ დრომდე ამერიკას უკრაინული მხარისთვის ჯერ არ მიუწოდებია; 40 ჯავშან-მანქანა - MaxxPro MRAP და 1 000 ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინი". ოფიციალური პირები გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდეც ამბობდნენ, რომ ამ პაკეტში იქნებოდა "ჰოვიცერებისთვის" საჭირო აღჭურვილობა და ტყვია-წამალიც.

"ეს შესაძლებლობები არის ფრთხილად შეფასებული იმისთვის, რომ შექმნას ყველაზე დიდი განსხვავება ბრძოლის ველზე და გააძლიეროს უკრაინის პოზიციები მოლაპარაკებების მაგიდასთან", - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დაწყებული კონფლიქტი, რომელიც თავდაპირველად უკრაინის დედაქალაქ კიევის ხელში ჩაგდებასაც ისახავდა მიზნად, ახლა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთშია კონცენტრირებული. კრემლი საომარ მოქმედებებს დღემდე "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს, რომლის მიზანიც მისი განმარტებით, ქვეყნის "დენაციფიკაცია", ანუ უკრაინის ე.წ. "ნაცისტებისგან გათავისუფლებაა". მოსკოვი რუსულ მედიაში სიტყვა "ომის" ხსენებასაც კრძალავს.

შეერთებული შტატების მორიგი დახმარების პაკეტი 775 მილიონი დოლარითაა განსაზღვრული. ამ პაკეტის გათვალისწინებით, სულ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება $10.6 მილიარდს აღწევს. 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, პენტაგონის თავდაცვის დეპარტამენტის არსენალში არსებულ იარაღს უკრაინას უკვე მე-19-ედ გადასცემს.

XS
SM
MD
LG