ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე პუტინთან ისაუბრებს


რეჯებ ტაიპ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი სოჭში, რუსეთი. 5 აგვისტო, 2022 წ.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაელაპარაკება. ერდოღანი მანამდე, ხუთშაბათს, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

18 აგვისტოს, უკრაინულ ქალაქ ლვივში მხარეებს შორის გამართული საუბრის ერთ-ერთი წამყვანი თემა სწორედ ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური იყო, რომლის ტერიტორიაც ბოლო რამდენიმე კვირაა იბომბება. ობიექტს დღეს რუსეთი აკონტროლებს. დაბომბვებს კიევი და მოსკოვი ერთმანეთს აბრალებენ.

ერდოღანმა აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან დღეს, უკრაინიდან თურქეთში დაბრუნებისთანავე გააკეთა. მან ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს "საფრთხეს მთელი მსოფლიოს უქმნის".

კიევის სამხრეთში, ზაპორიჟიის რეგიონში მდებარე ატომური ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდია. 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის შემდეგ, ევროპაში და მსოფლიოში გაჩნდა შიში, რომ სადგურის დაზიანების შემთხვევაში, კონტინენტზე ჩერნობილის ტრაგედიის მსგავსი კატასტროფა განმეორდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG