ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული “შავი ქორის” ავარიული დაშვება ავღანეთში


მექანიკური პრობლემების გამო, ამერიკულმა სამხედრო ვერტმფრენმა UH-60, რომელსაც “შავი ქორის” სახელით იცნობენ, ავარიული დაშვება განახორციელა. ინციდენტი ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

სამაშველო ჯგუფმა ვერტმფრენზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლო. ეკიპაჟის ორი წევრი ავარიული დაშვებისას მსუბუქად დაშავდა და ისინი მკურნალობას საერთაშორისო კოალიციის სამედიცინო ცენტრში გადიან. ავღანეთში ვერტმფრენ “შავ ქორთან” დაკავშირებული ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG