ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში, სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" 4 ლიდერია მოკლული


ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ სამშაბათს გვიან საღამოს დრონით განხორციელებულმა თავდასხმამ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდოდ ოთხი მეთაური იმსხვერპლა.
ამ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებენ პენტაგონში. ავღანელების განცხადებით დაიღუპა დაჯგუფების 11 წევრი.

დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელიც ავღანეთშიც ფუნქციონირებს, შეძლო პაკისტანში, თალიბ მეამბოხეებს შორის წევრების გადმობირება, ისევე როგორც სხვა მებრძოლთა მობილიზაცია, ვისაც მიაჩნია რომ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირება საკუთარი ინტერესების დაწინაურებაში დაეხმარება.
ამ ინფორმაციას პენტაგონის ყოველწლიური ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესს გადაეცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG