ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა ანსამბლს გააგზავნის


ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ოფიციალური დელეგაციები ორშაბათს ერთმანეთს სასაზღვრო სოფელ პანმუნჯომში შეხვდნენ. მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთში, მომავალ თვეში დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის გუნდის არტისტების დასის გაგზავნაა. საუბარია ჩრდილოეთ კორეის ცნობილ ქალთა მუსიკალურ ანსამბლზე - "მორანბონგი", რომლის წევრებიც, გავრცელებული ინფორმაციით, პირადად ქვეყნის ლიდერის მიერ არიან შერჩეულნი.

ჩრდილოეთ კორეა სულ ცოტა ხნის წინ დათანხმდა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. ქვეყნის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი სამხრეთში გააგზავნიან არა მხოლოდ ათლეტებს, არამედ ოფიციალურ პირებს, არტისტებს, ჟურნალისტებსა და სხვებს.

სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ დელეგაციის წევრთა რაოდენობა ზუსტად გახდება ცნობილი "საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა" და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირების შეხვედრის შემდეგ. ეს შეხვედრა 20 იანვრისთვისაა დაგეგმილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG