ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან კომუნიკაცია განაახლა


ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან სასაზღვრო საკომუნიკაციო არხი გახსნა. წლების მანძილზე მზარდი დაძაბულობის შემდეგ ორი ქვეყანა, როგორც ჩანს, ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს.

სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ თავიანთი ჩრდილოელი კოლეგებისგან ზარი სასაზღვრო სოფელ - პანმუნჯომში მიიღეს. ეს სოფელი იმ დემილიტარიზებულ ზონაში მდებარეობს, რომელიც ორ ქვეყანას ჰყოფს.

ორი ქვეყნის დამაკავშირებელი არხი - ცხელი ხაზი 2016 წლის თებერვლის შემდეგ არავის გამოუყენებია. იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კორეა აგრძელებდა ბირთვული და ატომური რაკეტების ტესტირებას, სეულმა ერთობლივი ინდუსტრიული პროექტი დატოვა, ფხენიანმა კი ამის პასუხად, ყველანაირი კომუნიკაცია გაწყვიტა სამხრეთთან.

ჩრდილოეთ კორეის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მის ქვეყანას სამხრეთთან კავშირი სურს და ეს „გულწრფელი და პატიოსანი“ ზრახვებითაა განპირობებული. ეს განცხადება კომუნიკაციის განახლების შემდეგ სახელმწიფო მედია საშუალებით გავრცელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG