ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილო კორეა: "ამერიკასთან ომის ალბათობა უკვე დადასტურებული ფაქტია"


ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ამერიკისა და სამხრეთ კორეის ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები სხვა არაფერია თუ არა „ომის დასაწყისი“ კორეის ნახევარკუნძულზე და რომ შტატებთან ომის ალბათობა უკვე "დადასტურებული ფაქტია".

„ახლა ერთი შეკითხვა რჩება, როდის დაიწყება უშუალოდ ომი?“ - თქვა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეა სამინისტროს პრეს-სპიკერმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გავრცელებულ განცხადებაში. „ჩვენ არ გვსურს ომი, თუმცა მისგან არ დავიმალებით“, დასძინა მან.

ჩრდილოეთ კორეის მმართველმა რეჟიმმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკული ბომბდამშენი B-1B სამხრეთ კორეის ცაზე გამოჩნდა. ეს იმ სამხედრო წვრთნების ნაწილი იყო, რომელშიც ასობით საჰაერო ხომალდი მონაწილეობდა. მათ შორის კი უჩვეულოდ ბევრი უახლესი თაობის სამხედრო ხომალდი, რომელთა დაფიქსირებაც ტრადიციული რადარებით თითქმის შეუძლებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG