ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის ბირთვული პროგრამის შესახებ აფრთხილებს


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა რეალურია.

თავის ყოველწლიურ საახალწლო მიმართვაში, კიმ ჩენ უნმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ ბირთვული იარაღის ღილაკი მაგიდაზე აქვს. „ამერიკის მთელი ტერიტორია ჩვენი ბირთვული დარტყმის ზონაშია, შეერთებული შტატები ჩემს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ომს ვერასოდეს დაიწყებს,“ განაცხადა მან.

მან ასევე თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა „უნდა გაიგოს, რომ ეს რეალობაა და არა შანტაჟი“.

კიმ ჩენ უნის საახალწლო მიმართვა მომავალი წლისთვის მისი მიმართულებების და პრიორიტეტების მიმანიშნებლად მიიჩნევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG