ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტვიტერმა" და "ფეისბუქმა" ზოგიერთი საეჭვო ანგარიში გაყინეს


“ტვიტერმა” და “ფეისბუქმა”გაყინეს ცოტა ხნის წინ შექმნილი, რამდენიმე მემარჯვენე მიმართულების ახალი ამბების ანგარიში, რომელიც ხმის მიცემის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებდა.

“ტვიტერმა” განაცხადა, რომ ანგარიშები “კოორდინირების” საწინააღმდეგო მათი წესების დარღვევის გამო გაყინა. ანგარიშები ერთნაირ ინფორმაციას აქვეყნებდნენ, თუმცა თავს დამოუკიდებლად წარმოადგენდნენ და სხვა ფარულ ავტომატიზებულ ქმედებას ეწეოდნენ.

“ფეისბუქმა” კი განაცხადა, რომ ანგარიშები “არა აუთენტური” საქციელის გამო გაყინა.

ერთერთ გაყინულ ანგარიშს “SVNewsAlerts” 78 ათასი მიმდევარი ჰყავდა მას შემდეგ, რაც წინა კვირაში 10 ათასზე მეტი დაიმატა. ანგარიში ხშირად აფრთხილებდა არჩევნებთან დაკავშირებულ არეულობებზე და ხაზს უსვამდა ხმის მიცემის უსაფრთხოების და სანდოობის საკითხებს. მიანიშნებდა დემოკრატების მიერ გაყალბების ბრალდებებზე და ყურადღებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შეხვედრებზე და სიტყვებზე მიმართავდა.

ეს ანგარიში “ფეისბუქმაც” ამოიცნო და ის სამშაბათს გაყინა. ამ პლატფორმაზე მას 20 ათასი მიმდევარი ჰყავდა. “ფეისბუქმა” ამ საკითხზე დამატებით კომენტარზე უარი თქვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG