ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სოციალური მედიას პოლიტიკაზე დიდი გავლენა აქვს


გამოკითხულ ამერიკელთა უმეტესობა ფიქრობს, რომ სოციალური მედიის კომპანიებს ჭარბი ძალა და პოლიტიკურ მოვლენებზე დიდი გავლენა აქვს. მათ ნახევარს კი მიაჩნა, რომ ტექნოლოგიური კომპანიები მეტად უნდა დარეგულირდეს, ვიდრე ახლა რეგულირდება. ამის შესახებ, საზოგადოებრივი აზრის კვლევა „პიუს ცენტრმა“ ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, რომელიც 16-22 ივნისს ჩატარდა, 4 708 ზრდასრული ამერიკელი გამოიკითხა. შედეგები აჩვენებს, რომ 79% სოციალურ მედიებს ზედმეტად ძლიერად და პოლიტიკურ მოვლენებზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონედ მიიჩნევს. გამოკითხულთა 21% ფიქრობს, რომ მათი ძალა ჭარბი არ არის, 6%-ს კი მიაჩნია, რომ სოციალური მედიები არასაკმარისად ძლიერია.

რესპუბლიკელები დემოკრატების წინააღმდეგ

პარტიული კუთვნილების მიხედვით გამოიკვეთა, რომ რესპუბლიკელთა და დემოკრატთა უმრავლესობა, ერთ აზრზეა - სოციალური მედიები ძალიან დიდ ძალას ფლობენ.

10 დან 8 რესპუბლიკელი, ან რსეპუბლიკური პარტიის მომხრე, იზიარებს მოსაზრებას, რომ სოციალურ მედიებს ჭარბი ძალა აქვთ. დემოკრატებში ან დემოკრატიული პარტიის მომხრეთა რიგებში ამ აზრს გამოკითხულთა 63% ეთანხმება.

ამასთან, უფრო მეტი დემოკრატი (28%) ფიქრობს, რომ სოციალური მედიების ძალა და გავლენა გადაჭარბებული არ არის, ვიდრე რესპუბლიკელი (13%).

პარტიათა შორის აზრთასხვადასხვაობა აჩვენა 2018 წლის კვლევამ, როცა გამოიკვეთა, რომ უფრო მეტი რესპუბლიკელი თვლიდა სოციალურ მედიებს კონკრეტული შეხედულებების გამტარებლად, ვიდრე დემოკრატი. მაშინ, დემოკრატებისგან განსხვავებით, რესპუბლიკელები ფიქრობდნენ, რომ ტექნოლოგიური კომპანიები უფრო მეტად უჭერენ მხარს ლიბერალურ შეხედულებებს, ვიდრე კონსერვატიულს.

ახლამა გამოკითხვამ, თავად პარტიათა წარმომადგენლებში არსებული იდეოლოგიური განსხვავებებიც წარმოაჩინა. მაგალითად, უფრო მეტ კონსერვატორ რესპუბლიკელს მიაჩნია, რომ სოციალურ მედიებს ჭარბი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ზომიერ რესპუბლიკელს. თავისმხრივ, ამ იდეას, უფრო მეტი ლიბერალი დემოკრატი ემხრობა, ვიდრე ზომიერი დემოკრატი.

უნდა დაარეგულიროს თუ არა სოციალური მედიები მთავრობამ მეტად?

კვლევა ამბობს, რომ უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების მთავრობის მიერ მეტად დარეგულირებას გამოკითხულთა 47% ემხრობა.

გამოკითხულთა 11% ფიქრობს, რომ ტექნოლოგიური კომპანიები, მთავრობის მხრიდან ამჟამინდელზე ნაკლებად უნდა რეგულირდებოდეს.

39%-ს კი მიაჩნია, რომ რეგულაციების არსებული ფორმა და დონე უნდა შენარჩუნდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG