ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინფორმაციის დაბლოკვით, "ტვიტერი არჩევნებს ეხმარება თუ მასში ერევა?


“ტვიტერის” გადაწყვეტილებას, დაებლოკა ინფორმაციის გავრცელება ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენი შვილის, ჰანტერ ბაიდენის შესახებ, შეერთებულ შტატებში კიდევ უფრო მეტად გააღვივა ცხარე კამათი იმის შესახებ, ინტერნეტ კომპანიებს ზედმეტად დიდი ძალა ხომ არ აქვთ და ხომ არ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ამერიკულ არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
ზოგიერთი, ტვიტერის” გადაწყვეტილებას მიესალმა და დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ნაბიჯად შეაფასა, სხვებმა ის გააკრიტიკეს, როგორც მიკერძოებული და სიტყვის თავისუფლების შემზღუდველი ნაბიჯი, რომელსაც არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეეძლებოდა.
ამ კვირაში “ტვიტერმა” თავის ვებ-გვერდზე დაბლოკა გარკვეული ანგარიშები, რომლებიც ცდილობდნენ გაზეთ “ნიუ-იორკ პოსტ”-ში გამოქვეყნებული მასალის გაზიარებას, სადაც მოყვანილი იყო ელექტრონული ფოსტით სავარაუდო მიმოწერა ჰანტერ ბაიდენსა და უკრინელ თანამდებობის პირს შორის, რაც ჰანტერ ბაიდენის მამასთან-იმ დროს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის მოწყობას შეეხებოდა. გაზეთი აცხადებდა, რომ მასალა იმ ჩანაწერებზე დაყრდნობით მომზადდა, რომელიც იმ კომპიუტერის მყარ დისკზე აღმოჩნდა, რომელიც სავარაუდოდ ჰანტერ ბაიდენმა მიატოვა.
ხუთშაბათს “ტვიტერმა” საკუთარი წესები განაახლა და ამბობს, რომ აღარ წაშლის მასალებს რომელიც კომპიუტერს გატეხვის შედეგად არის მოპოვებული და მასალის დაბლოკვის ნაცვლად, კომენტარებს დაურთავს. კომპანიამ განაცხადა, რომ ამით სურს თავიდან აიცილოს ჟურნალისტებისთვის, მამხილებლებისთვის და სხვებისთვის ბევრი გაუთვალისწინებელი, არასასურველი შედეგი, რაც თავისთავად “ტვიტერის” დანიშნულებას ეწინააღმდეგება.
“სი ენ ბი სი” იუწყება, რომ მასალა ჯერ კიდევ დაბლოკილია, რადგან კერძო, პირად ინფორმაცია შეიცავს.
“ტვიტერმა” თავისი წესების საბაბით, “ნიუ-იორკ პოსტს” საკუთარი მასალის გაზიარების საშუალება დაუბლოკა. მან ამ მასალის გაზიარება ასევე დაუბლოკა ტრამპის კამპანიას და სხვებს. “ფეისბუქმა”განაცხადა, რომ მესამე პირის მიერ ფაქტების შემოწმებამდე მასალაზე წვდომა შეზღუდა.
რესპუბლიკელებს სწრაფი და მწვავე რეაქცია ჰქონდათ.

ტეხასელმა სენატორმა ტედ კრუზმა თქვა, რომ “ტვიტერს” მოუწევს პასუხის გაცემა, თუ “საკუთარი კორპორატიული ძალის ბოროტად გამოყენებით პრესას რატომ აჩუმებს”.
სენატორმა ჯოშ ჰოულიმ თქვა, რომ “ტვიტერის” და “ფეისბუქის” მესვეურებს წერილები გაუგზავნა და კომიტეტისთვის ჩვენების მიცემა მოსთხოვა.
კონგრესის ლიდერები ორივე პარტიიდან ფიქრობენ იმაზე, რომ კომპანიებს ზოგიერთი იურიდიული იმუნიტეტი შეუზღუდონ, რომელიც ამბობს, რომ მათ პლატფორმაზე გამოთქმულ სიტყვაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. საკამათო თემად რჩება საკითხი, ეს კომპანიები გამოცემები არიან, რომლებიც სარედაქციო გადაწყვეტილებებს იღებენ, თუ “პლატფორმები”- ადგილები, სადაც ადამიანები ინფორმაციას აზიარებენ, მაგრამ კომპანიები ზედამხედველობას არ უწევენ იმას, თუ რა ინფორმაცია ვრცელდება.
ერთი რამ ნათელია: იმ დროს, როდესაც ინტერნეტის ფირმები თითქმის ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებებს მასალების დაფარვის ან დაბლოკვის შესახებ, კანონმდებლებს და მარეგულირებლებს ექნებათ მეტი საფუძველი იმისთვის, რომ წესები შეცვალონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG