ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში დემონსტრაცია დაშალეს


დემონსტრაცია სტამბოლთან ახლოს მდებარე სილივრის ციხის წინ გაიმართა

თურქეთის პოლიციამ ერთ-ერთი ციხის წინ შეკრებილ მომიტინგეებს ცრემლმდენი გაზის ყუმბარები ესროლა და აქციის დაშლა წყლის ჭავლით სცადა. დემონსტრაცია სტამბოლთან ახლოს მდებარე სილივრის ციხის წინ გაიმართა, სადაც 275 სამხედრო მაღალჩინოსნის, აკადემიკოსის, ჟურნალისტისა და იურისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მათ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

განაჩენის გამოტანამდე, ბრალდებულებს საბოლოო განცხადება დღეს უნდა გაეკეთებინათ. სასჯელის სიმკაცრე მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული და მისი ხანგრძლიობა რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთიდან სამუდამო პატიმრობამდე იქნება.
XS
SM
MD
LG