ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ თურქეთის და ისრაელის შერიგებას ცდილობს


U.S. Secretary of State John Kerry (2nd R) walks across the tarmac of Baghdad International Airport as he prepares to board an aircraft out of the Iraqi capital, Mar. 24, 2013.
U.S. Secretary of State John Kerry (2nd R) walks across the tarmac of Baghdad International Airport as he prepares to board an aircraft out of the Iraqi capital, Mar. 24, 2013.

თურქეთი და ისრაელი - მოხდება თუ არა დიდი შერიგება რეგიონული უსაფრთხოების ინტერესების სასარგებლოდ?

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის გეგმებში ამ შაბათ-კვირას თურქეთში ვიზიტიც შედის, რეგიონში სტუმრობის დროს. მოსალოდნელია რომ, სირია იქნება დღის წესრიგის მთავარი საკითხი, ისრაელისა და თურქეთის ურთიერთობების დარეგულირების საკითხთან ერთად.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ჯონ კერი შეერთებული შტატების ორ საკვანძო პარტნიორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განახლებას შეეცდება.

ვიქტორია ნულანდი: ჯერ ტამბოლში, ხოლო შემდეგ ისრაელში ჩასვლით ჯონ კერის შესაძლებლობა ექნება ორივე მხარე დაარწმუნოს რომ, ურთიერთობის ნორმალიზებაში შესაბამისი ნაბიჯები გადადგან და ერთობლივად იმუშაონ.

გასულ თვეს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მისი კოლეგის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მობოდიშება მიიღო 2010 წელს ისრაელელი კომანდოსების მიერ გემზე მოკლული თურქეთის ათი მოქალაქის გამო. ისინი ისრაელის ეკონომიკური ბლოკადის გარღვევას და ღაზას სექტორში გადასვლას აპირებდნენ. ისრაელი ასევე დათანხმდა რომ მოკლულების ოჯახებს ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს.

თავის მხრივ, ანკარა მზადაა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად ყინული გაალღოს და შემხვედრი ნაბიჯები გადადგას. მიმომხილველები ამბობენ, რომ ჯონ კერი შეეცდება ეს პროცესი დააჩქაროს. სემი იდიზი, თურქული გაზეთის „ ტარაფის“ პოლიტიკური მიმომხილველი-ამბობს, რომ ურთიერთობების აღდგენის პროცესი ადვილი არ იქნება.

სემი იდიზი: ამ ურთიერთობაში ბევრი სიყვარული არ შეიძლება იყოს , ვინაიდან ისრაელის ხედვით, არსებულ ხელისუფლებას განიხილავენ როგორც ისლამისტურს და ფუნდამენტალისტურს. თურქეთის მხრიდან კი ერდოღანი და მმართველი პარტია ისრაელს აფასებს როგორც პალესტინელების მჩაგვრელს, და ზოგადად მათ ანტი-ისლამური განწყობების მქონედ მიიჩნევს. თუმცა როდესაც საქმე ფაქტობრივად ეხება ერთი-ერთზე ურთიერთობის პრობლემას, სირიის საკითხი აიძულებს მათ რომ იდეოლოგიური მიმართულება აირჩიონ , ვინაიდან არსებული სიტუაცია ითხოვს ამას.

იდიზი მიუთითებს იმაზე, რომ ისრაელიც და თურქეთიც სირიის მოსაზღვრე ქვეყნები არიან. ხოლო ამ ქვეყნების მთავრობებმა საერთაშორისო ჩარევა მოითხოვეს სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად. სოლი ოზელი სტამბოლის კადირ ჰასის უნივერსიტეტის რექტორია. ის ანკარის მიერ სირიის ოპოზიციის ძლიერ მხარდაჭერაზე საუბრობს, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ იბრძვის. მისი თქმით, აქ არსებობს პოტენციალი რომ თურქეთმა და ისრაელმა ითანამშრომლონ.

სოლი ოზელი: თურქეთმა სირიის საკითხში თავის პოზიცია უკვე გამოხატა და სურს რომ ავანგარდში იყოს. ასევე სურს დარწმუნდეს, რომ სირიის ახალი რეჟიმი არ აზარალებს ისრაელის და თურქეთის უსაფრთხოების საკითხებს. ამ შემთხვევაში ამ ორ ქვეყანას თანამშრომლობა შეუძლია. თუმცა უცნობია რამდენად ოპერატიულად შეუდგებიან ამას.

მოსალოდნელია, რომ სირია იქნება საკვანძო საკითხი ჯონ კერის და მისი თურქი კოლეგის შეხვედრის დროს. ანკარა სავარაუდოდ სირიის ოპოზიციის შეიარაღებით დახმარებაზე გააკეთებს აქცენტს. პალესტინა-ისრაელის ჩიხში შესული მოლაპარაკებების განახლებაც ასევე შესაძლოა ჯონ კერის დღის წესრიგში იყოს სტამბოლში ვიზიტის დროს.

დიპლომატიური მიმომხილველი იდიზი ამბობს რომ, თურქეთს და ისრაელს შორის ურთიერთობის დათბობა ამ შემთხვევაში ანკარას აძლევს საშუალებას ითამაშოს პოზიტიური როლი ამ მიმართულებით.

სემი იდიზი: ახლა, როდესაც თურქეთი აწარმოებს დიალოგს ყველა მხარესთან, არსებობს პოტენციალი თურქეთისთვის რომ თავისი როლი შეასრულოს. და ალბათ ისრაელსაც ეს სურს, რადგან მაგალითისთვის, თურქეთს შეუძლია ჰამასზე მოახდინოს თავისი ზომიერი გავლენა.

თურქეთის ხელისუფლებას აქვს ახლო კავშირები ჰამასის ხელმძღვანელობასთან. თუმცა საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი ოზელი ამბობს რომ ეს ახლო კავშირები ანიშნავს იმას რომ, თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობის აღდგენა შეიძლება ისრაელსა და პალესტინას შორის ნებისმიერ დროს დაძაბულობის ბიძგი გახდეს.

სოლი ოზელი: იორდანის დასავლეთ სანაპირო, მოდით ნუ დავუძახებთ მძევლებს, მაგრამ რაც ხდება იქ , თურქეთის ლიდერები ვერ შეაქცევენ ზურგს პალესტინელებს . ან სანამ მესამე ინტიფადა ამოხეთქავს. თუ ინტიფადა მოხდა და ის ისრაელმა სასტიკად ჩაახშო , მაშინ ძალიან რთული იქნება თურქეთის ხელისუფლებისთვის რომ ისრაელთან თავისი ურთიერთობები შეინარჩუნოს.

თუმცა ოზელი მიანიშნებს იმაზეც, რომ აქ არის ძლიერი ეკონომიკური მოსაზრებებიც, რომელმაც შეიძლება ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობის აღდგენა გამოიწვიოს. ისრაელი თურქეთს განიხილავს როგორც ახლად აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარშრუტს რომელიც ევროპის მომგებიან ბაზარს მიაწვდის ბუნებრივ რესურსებს. ეს მისაღებია ანკარისთვის , რომელსაც სურს რომ რეგიონში ენერგეტიკული ცენტრი გახდეს - ამაზე საუბრობენ ექსპერტებიც, რომლებიც მოელიან რომ ჯონ კერი ამ საკითხით დაინტერესებულია და სტამბოლში ვიზიტის დროს თურქეთის ხელისუფლებასთან განიხილავს.
XS
SM
MD
LG