ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის მედია-მარეგულირებელი "ამერიკის ხმას" და სხვებს ლიცენზიის მიღებას აიძულებს


"ამერიკის ხმის" შენობა ვაშინგტონში, აშშ
"ამერიკის ხმის" შენობა ვაშინგტონში, აშშ

ოთხშაბათს, თურქეთის მედია მარეგულირებელმა სამ საერთაშორისო მაუწყებელს, მათ შორის „ამერიკის ხმის“ თურქულენოვან სამსახურს გადასცა უწყება, რომ მაუწყებლობის ლიცენზია მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პროგრამების გადაცემა დაიბლოკება.

მარეგულირებლის საბჭოს ოპოზიციურმა წევრმა თქვა, რომ რადიოს და ტელევიზიის უზენაესი საბჭოს, RTUK-ის ბრძანება ასევე ეხება გერმანულ მაუწყებელს „დოიჩე ველეს“, თუ „ევრონიუსს“.

საბჭოს წევრმა, რომელიც მარეგულირებელში ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ დანიშნა, გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას თურქეთში მედია თავისუფლებაზე კიდევ ერთი თავდასხმა უწოდა.

10-წლიანი ლიცენზია 7,382 მილიონი დოლარი ღირს. მარეგულირებელს შეუძლია დააჯარიმოს, მაუწყებლობა სამი თვით შეაჩეროს ან ლიცენზია გააუქმოს, თუ ლიცენზიის მფლობელი მარეგულირებლის პრინციპებით არ იხელმძღვანელებს.

„ამერიკის ხმის" თურქულენოვანი სამსახური 1948 წლიდან მაუწყებლობს. სამსახური თურქულენოვან აუდიტორიას სატელევიზიო პროგრამებით და ვებ-გვერდის მეშვეობით კრიტიკულად მნიშვნელოვან ახალ ამბებს აწვდის.

XS
SM
MD
LG