ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის პრეს-მდივანს რესტორანი არ მოემსახურა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აკრიტიკებს ვირჯინიის შტატში მდებარე რესტორანს, რომელმაც მის პრეს-მდივანს, სარა ჰაკაბი სანდერსს რესტორნის დატოვება მოსთხოვა იმის გამო, რომ ის ტრამპთან მუშაობს და მის შეხედულებებს წარმოადგენს.

პარასკევ საღამოს, სანდერსი, მისი მეუღლე და მეგობრები ვაშინგტონიდან სამხრეთ-დასავლეთით, 300 კილომეტრით დაშორებულ ვირჯინიის შტატის ქალაქ ლექსინგტონის რესტორან „რედ ჰენში“ სადილობდნენ, როდესაც მეპატრონემ, სტეფანი ვილკინსონმა, სანდერსს რესტორნის დატოვება მოსთხოვა. სანდერსმა და მისმა სტუმრებმა რესტორანი სწრაფად დატოვეს, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი კერძი უკვე შეკვეთილი ჰქონდათ.

ვილკინსონმა „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრა, რომ მისი ზოგიერთი თანამშრომელი გეია და ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია, ტრანსგენდერებისთვის სამხედრო სამსახურის აკრძალვის შესახებ, მისი რესტორნის სტანდარტებისთვის მიუღებელია.

დღეს ტრამპმა თქვა, რომ ისეთი დახვეწილი ადამიანისთვის, როგორიც სარა ჰაკაბი სანდერსია, მომსახურებაზე უარის თქმის ნაცვლად, რესტორანმა „მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ბინძური ჩარდახის, კარების და ფანჯრების გაწმენდას. მე ყოველთვის ასეთი წესი მქონდა, თუ რესტორანი გარედან ბინძურია, ის შიგნითაც ბინძურია!“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG