ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველი ლედის ოფისი: ჟაკეტზე წარწერა მესიჯი არ არის


შეერთებული შტატების პირველი ლედის მელანია ტრამპის გუშინდელმა ჩაცმულობამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ის გუშინ ტეხასის შტატში, ოჯახებს დაცილებული ბავშვების სანახავად ჩავიდა. მელანია ტრამპის ხაკისფერ ჟაკეტს დიდი თეთრი ასოებით ეწერა „მე ეს ნამდვილად არ მადარდებს, თქვენ?“

პირველი ლედის ოფისი აცხადებს, რომ წერწერას არანაირი ჩანაფიქრი არ ჰქონია. „ეს უბრალოდ ჟაკეტია. არანაირ ფარულ მესიჯს ის არ ატარებს. პირველი ლედის ტეხასში ვიზიტის შემდეგ, იმედი მაქვს მედია ყურადღებას ამ ვიზიტზე გაამახვილებს და არა მის ჩაცმულობაზე“, განაცხადა პირველი ლედის ოფისის კომუნიკაციების დირექტორმა სტეფანი გრიშმანმა.

პირველი ლედის ჩასმულობას გამოეხმაურა პრეზიდენტი ტრამპიც. ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ წარწერა ჟაკეტზე, შესაძლოა, ამერიკის “ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელ“ მედიას ეძღვნებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG