ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ემიგრაციაზე განკარგულებას გამოსცემს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო განკარგულებას გამოსცემს, რომელიც ქვეყნის სამხრეთ საზღვრებზე სამართალდამცავების მიერ ოჯახს დაცილებული უსაბუთო იმიგრანტი ბავშვების პრობლემას გადაწყვეტს.

„ჩვენ გვინდა ოჯახები ერთად იყვნენ“ - თქვა მან თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში. ამისთვის „ცოტა ხანში ხელს საპრეზიდენტო განკარგულებას მოვაწერ“.

ტრამპის ადმინისტრაცია ათასობით ბავშვის მშობლებისგან ჩამოცილების გამო, ქვეყნის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ, მძაფრი კრიტიკის საგანი გახდა. მან განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, იერიში კვლავ მედიის საშუალებებზე და დემოკრატ კანონმდებლებზე მიიტანა და თქვა, რომ ისინი ცდილობდნენ უსაბუთო იმიგრანტი ბავშვების პრობლემა მის ადმინისტრაციას გადააბრალონ.

„ისინი არ ახსენებენ ჩვენი ქვეყნის დაცულობას და უსაფრთხოებას, როცა უკანონო იმიგრაციაზე საუბრობენ“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. მისი თქმით, ამერიკის საიმიგრაციო კანონები „ყველაზე სუსტი და ყველაზე უარესია მთელ მსოფლიოში“ და დემოკრატებს „მათი შეცვლისთვის არაფრის გაკეთება არ სურთ“.

"ეს დემოკრატების ბრალია, ისინი არ გვაძლევენ საკმარის ხმებს იმისთვის, რომ კარგი საიმიგრაციო კანონი მივიღოთ" - ამბობს პრეზიდენტი ტრამპი იმის მიუხედავად, რომ კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკური უმრავლესობა აკონტროლებს. "მათ საზღვრების გახსნა სურთ, საიდანაც საშინელი დამნაშავეობა შემოედინება. რესპუბლიკელებს კი უსაფრთხოება სურთ" - აცხადებს ის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG