ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მელანია ტრამპი რეკლამის ავტორებს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა


ხორვატიის დედაქალაქში დღეს მელანია ტრამპის ბილბორდების ჩამოხსნა დაიწყეს. "უბრალოდ წარმოიდგინე, რამდენს შეიძლება მიაღწიო სულ მცირე ინგლისურით" - ამბობდა რეკლამა.

ბილბორდების მოხსნა ზაგრებში, ხორვატიის დედაქალაქში, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამერიკის პირველი ლედის ადვოკატი მარკეტინგის ამ მიმართულების ავტორებს სასამართლოში ჩივლით დაიმუქრა. რეკლამის დამკვეთია ზაგრების ერთ-ერთი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, სახელწოდებით - ამერიკული ინსტიტუტი, რომელიც ინგლისურ ენას ასწავლის. "ვწუხვართ, რომ ბილბორდები არასწორად აღიქვეს, როგორც ამერიკის პირველი ლედის დაცინვა" - განაცხადა სასწავლებლის წარმომადგენელმა ივის ბურიჩმა. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს დადებითი ხასიათის რეკლამა ყოფილიყო და სკოლა სანიმუშოდ წარმოეჩინა" - დასძინა მან.

მელანია ტრამპმა საკუთარი იმიჯის დასაცავად რამდენიმე ხნის წინ ადვოკატთა ჯგუფი დაიქირავა. ადვოკატების თქმით, მართალია ხორვატიულმა სკოლამ ბილბორდებისთვის ბოდიში მოიხადა, მაგრამ აუცილებელია, რომ მათი ოფიციალური განცხადება ხორვატიის და სლოვენიის მედიის საშუალებებშიც გავრცელდეს. ამერიკის პრეზიდენტის მეუღლის სახე მის მშობლიურ სლოვენიაშიაშიც უამრავ პროდუქტზე გამოჩნდა, მათ შორის ტორტებზე, საცვლებზე და სხვადასხვა ტურისტული ცენტრის სარეკლამოდ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG