შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას თქვა, რომ ადამიანებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში არალეგალურად შემოდიან, „მოსამართლის და სასამართლო პროცესის გარეშე“ დეპორტაცია უნდა გაუკეთდეთ.
„ტვიტერზე“ შეტყობინებების წყებაში ტრამპმა თქვა, რომ „არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ყველა ეს ადამიანი ჩვენს ქვეყანას შემოესიოს. პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ „ჩვენი სისტემა, კარგი საიმიგრაციო პოლიტიკის, კანონიერების და წესრიგის დაცინვაა.“
შეერთებული შტატების ლიდერმა განაცხადა, რომ ამერიკის საიმიგრაციო კანონმდებლობას „მთელს მსოფლიოში დასცინიან. ის უსამართლოა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც სისტემას კანონიერად მიჰყვება და თავის რიგს წლობით ელოდება.“
იურიდიული პროცესის შეწყვეტის შესახებ ტრამპის მოთხოვნას, შესაძლოა ხისტი წინააღმდეგობა დახვდეს კონგრესში, სადაც წლების განმავლობაში, საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლის საკითხი ჩიხშია შესული.
Facebook Forum