ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოთხოვნა უარყოფილია - ტრამპი ჩვენებას არ მისცემს 


ისტორიული იმპიჩმენტის პროცესი გრძელდება, გადამწყვეტ დღემდე ცოტა ხნით ადრე კი ცნობილი ხდება, რომ სენატის წინაშე ამერიკის 45-ე პრეზიდენტი არ წარსდგება. დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას სენატში ჯეიმი რასკინი ხელმძღვანელობს, რომელმაც დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, სადაც ის პრეზიდენტ ტრამპის სენატის წინაშე გამოკითხვაზე საუბრობდა.

სენატორმა რასკინმა ფლორიდიდან უარყოფითი პასუხი მიიღო. მოკლე შინაარსის წერილი დონალდ ტრამპის ადვოკატებმა მალევე გაასაჯაროეს, სადაც წერია, რომ დონალდ ტრამპი უარს ამბობს სენატის წინაშე წარსდგეს და კითხვებს უპასუხოს. ამავე წერილში ამერიკის 45-ე პრეზიდენტის იურისტები ამბობენ, რომ "დემოკრატებმა ვერ შეძლეს ტრამპის დანაშაულის დადგენა" და მოსმენა სწორედ ამიტომ იყო ჩანიშნული. აქვე ადვოკატები განმარტავენ, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი სენატში უკანონოა.

ტრამპის და მისი ადვოკატების პოზიციაზე რჩება სენატში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა უმრავლესობა. პალატაში ამ დროისთვის 50 რესპუბლიკელი სენატორია, მათგან 45 პროცესს უკანონოდ/არაკონსტიტუციურად აფასებს.

ისტორიული კენჭისყრა მომდევნო კვირას დაიწყება, ამ დროისთვის პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს სენატში ყველა დემოკრატი და 5 რესპუბლიკრი პარტიის წევრი უჭერს, თუმცა იმპიჩმენტის დასადასტურებლად ხმების ეს რაოდენობა არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ სენატმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი შეძლოს 67 სენატორის თანხმობაა საჭირო, ამჟამად მათი რაოდენობა კი 55 შეადგენს.

იმ შემთხვევაში თუ ამერიკი 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდება, დონალდ ტრამპი ვეღარ დაიკავებს ფედერალურ და შტატის მასშტაბით ვერცერთ სახელმწიფო თანამდებობას.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტი წარმომადგენელთა პალატაში 2-ჯერ მოხდა, რაც ისტორიულად პირველი შემთხვევაა. მეორე პროცედურა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო რაც, 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერებმა იერიში მიიტანეს ამერიკის კონგრესის შენობაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG