ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენმა ლავროვთან საუბარში საქართველო ახსენა


დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის თქმით, მათ ორ ქვეყანას შორის "ახალი სტარტის" ბირთვული იარაღის კონტროლის შეთანხმების გაგრძელებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საჭიროა ახალი ხელშეკრულება განიარაღების თაობაზე, რომელიც შეეხება როგორც რუსეთის ბირთვული არსენალის ყველა ტიპის შეიარაღებას, ასევე მზარდ საფრთხეს ჩინეთიდან.

"სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას, დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ დადგეს შეერთებული შტატების ინტერესების დასაცავად, რუსეთის ქმედებებზე პასუხად, როცა ეს ჩვენ ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს აზიანებს. ეს მოიცავს პოლ უელანის და ტრევორ რიდის გათავისუფლებას, ისე რომ მათ მიეცეთ შეერთებულ შტატებში, ოჯახთან შინ დაბრუნების საშუალება. სახელმწიფო მდივანმა სხვა საკითხებთან ერთად, წამოწია შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებზე რუსეთის ჩარევის, მისი [რუსეთის] სამხედრო აგრესია უკრაინაში და საქართველოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლის და "სოლარუინდის" ინდიცენტის საკითხები" - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ, რომ მათ შორის გაგრძელდება დისკუსია ერთობლივი საჭირბოროტო საკითხების მიმართულებით.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG