ამერიკის პრეზიდენტი და ჩრდილო კორეის ლიდერი ვიეტნამში ორდღიანი სამიტის დასაწყისში კამერების წინ გამოჩნდნენ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და კმაყოფილება გამოთქვეს იმით, რომ მეორე შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ. სამიტი კორეის ნახვარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების საკითხზე იქნება კონცენტრირებული.
ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ქვეყნების დროშების ფონზე, ოთხშაბათ საღამოს შეხვდა.
"ჩემთვის პატივია თავმჯდომარე კიმთან ყოფნა", - უთხრა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს კიმ ჩენ უნთან დაგეგმილი პირისიპირი შეხვედრის წინ. "ვფიქრობ, პირველი სამიტი უდიდესი წარმატება იყო და იმედია, ეს შეხვედრაც მისი თანასწორი ან კიდევ უფრო წარმატებული იქნება".
რაც შეეხება ჩრდილო კორეის ლიდერს, მან თავდაჯერებით თქვა, რომ პრეზიდენტ ტრამპთან მეორე შეხვედრა წარმატებული იქნება. "დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად მივაღწევთ შედეგს, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება", - განაცხადა კიმმა.
შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერისა და მათი უახლოესი წრის წარმომადგენლების მონაწილეობით ოფიციალური სადილი გაიმართა.
Facebook Forum