ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროგრესი თუ ჩრდილოეთ კორეის სტრატეგია სანქციების შესარბილებლად?


BMT Qochqinlar agentligi tashqarisida Tolibonga qarshi namoyishga chiqqan afg&#39;onlar. Dehli, Hindiston.<br />
&nbsp;
BMT Qochqinlar agentligi tashqarisida Tolibonga qarshi namoyishga chiqqan afg&#39;onlar. Dehli, Hindiston.<br /> &nbsp;

ჩრდილოეთ კორეის თანხმობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს, შესაძლოა, კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს. თუმცა მიმომხილველების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა ფხენიანის მცდელობის ნაწილია ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესარბილებლად.

ჩრდილოეთ კორეის მხარე ამბობს, რომ ბირთვული პროგრამის შეჩერება შესაძლებელია თუ ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხე აღარ იარსებებს. ფხენიანმა ასევე მიანიშნა, რომ მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებს ესაუბროს. ინფორმაცია სამხრეთ კორეის დელეგაციის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ გავრცელდა. აღნიშნული სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელმა ჩუნგ ეუი-იონგმა განაცხადა.

პასუხად, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიუხედავად „შესაძლო პროგრესისა“ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში, ფხენიანის მხრიდან გაკეთებულმა პოზიტიურმა სვლამ შესაძლოა „ცრუ იმედები“ გააჩინოს. გუშინ, ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ პირველად დიდი ხნის მანძილზე, „სერიოზული მცდელობას“ ვხვდებით ჩართული მხარეებისგან.. „მსოფლიო უყურებს და ელოდება! შესაძლოა ეს ცრუ იმედია, თუმცა ამერიკა მზადაა ნებისმიერი მიმართულებით მტკიცედ წასასვლელად“, - თქვა მან.

საწინააღმდეგო მესიჯები

სეულის განცხადება ფხენიანს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. პირიქით, ჩრდილო კორეულმა გამოცემამ, „როგონგ სინმუნმა“ ოთხშაბათს საწინააღმდეგო სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნის ბირთვულ პროგრამას ამართლებს, როგორც ამერიკის ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ საჭიროს. გამოცემის მიხედვით ეს საკითხი დავის საგანს არ წარმოადგენს.

სამხრეთ კორეის „გაერთიანების სამინისტროს“ განცხადებით, გამოცემის პოზიცია არ ემთხვევა რეჟიმის მიერ სამხრეთ კორეის წარმომადგენლებისთვის დაფიქსირებულ მზაობას დაასრულოს ბირთვული პროგრამა თუ პირობები შესრულდება.

“ჩრდილოეთ კორეამ ნათლად დააფიქსირა ბირთვული განიარაღების სურვილი, და განაცხადა, რომ პროგრამის საჭიროება აღარ იდგება დღის წესრიგში თუ ჩრდილოეთ კორეის მიმართ სამხედრო საფრთხე არ იარსებებს და რეჟიმის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება“. - თქვა სამინისტროს პრესსპიკერმა ბაიკ ტაე-ჰიუნმა.

ჩრდილოეთ კორეამ წარსულში რამდენიმეჯერ დაარღვია შეთანხმებები ბირთვული პროგრამის დასრულების თაობაზე, რომელიც მიღებულ იქნა ეკონომიკური და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. გასული ორი წლის განმავლობაში კიმ ჩენ უნის მთავრობამ გრძელი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და ბირთვული ტესტები გაახშირა. მან ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ სახელმწიფოდ გამოაცხადა და მისი თქმით, ქვეყანას აქვს ოპერაციული შესაძლებლობა ამერიკის ტერიტორიას ბირთვული კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა დაუმიზნოს.

სკეპტიკური მოკავშირეები

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფხენიანის მიერ ბირთვული ცდების გააქტიურებას „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკით უპასუხა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეწყვეტის მიზნით.ტრამპის ადმინისტრაციამ ფხენიანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა და დააწესა აკრძალვა ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებულ ქვანახშირზე, ფოლადზე, ტანსაცმელსა და ზღვის პროდუქტეზე. ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა ბირთვული საფრთხე თავიდან იყოს აცილებული.

სამხრეთ კორეის მთავარი წარმომადგენელი, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელთან სუჰ ჰუნთან ერთად ვაშინგტონს ეწვევა რათა ამერიკის უსაფრთხოების სამსახურებს გააცნოს ფხენიანის პოზიცია. ისინი ასევე პეკინში, მოსკოვსა და ტოკიოში ჩავლენ.

ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის სურვილი ჩაერთოს მოლაპარაკებებში „გულწრფელია“. თუმცა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დატოვებს სანქციებს ძალაში თუ ფხენიანი მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ გადადგამს საკუთარი ბირთვული პროგრამის შეჩერებისთვის.

იაპონიამ ასევე გამოხატა სურვილი მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალალურად შეინარჩუნოს სანქციები.

„თუ ჩვენ გვექნება საფუძვლიანი დისკუსია, ჩრდილოეთ კორეამ უნდა აიღოს ისეთ ბირთვულ განიარაღების გეგმაზე პასუხისმგებლობა, რომელიც შემოწმებადი და შეუქცევადია. მათ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა იაპონიის მთავრობის მდივანმა, იოშიჰიდე სუგამ.

დიალოგს მხარი დაუჭირა ჩინეთმაც. თუმცა ჩინეთის სახელმწიფო გამოცემამ „გლობალ თაიმსმა“ სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთი, რუსეთი და გაეროს უშიშროების საბჭო უნდა იყოს ჩართული კორეის ბირთვული საკითხის გადაწყვეტის პროცესში.

სახიფათო პროგრესი

მიმომხილველები კორეის წინადადებას განიხილოს ბირთვული იარაღის საკითხი, პროვოკაციული გამოცდების შეწყვეტის პარალელურად, ფრთხილი ოპტიმიზმით ან სკეპტიციზმით შეხვდნენ.

„ჩვენ სამუდამოდ უნდა გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, რადგან თუ ისინი ბირთვულ გამოცდებს და სარაკეტო გამოცდებს არ ჩაატარებენ, ეს გამარჯვება იქნება“, - განაცხადა რეგიონალური უსაფრთხოების ექსპერტმა, დანიელ პინკსტონმა, სეულის ტროას უნივერსიტეტიდან.

მაშინ როდესაც მოლაპარაკებების წარმართვა პოზიტიური ნაბიჯია, რთული სათქმელია, როგორ აღიქვამენ ამერიკის და ჩრდილოეთ კორეის მხარეები ბირთვულ განიარაღებას. ვაშინგტონს კორეის ბირთვული პროგრამის გაუქმება სურს, მაშინ როდესაც ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნა კორეის ნახევარკუნძულიდან ამერიკის სამხედრო ძალების გაყვანაა, რომელიც რეგიონში მოკავშირეების დახმარებას ემსახურება.

„ამბობენ, რომ თუ ჩვენ [სამხედრო ძალებს] გავიყვანთ კორეა თავს უფრო დაცულად იგრძნობს, და გარკვეულ ეტაპზე ჩრდილოეთ კორეა, მათი თქმით, „განიხილავს“ ბირთვულ განიარაღებას“, - ამბობს ევანს რევერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან წარსულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

საუბრობენ იმაზე, რომ კორეის ლიდერს მოლაპარკებების დაწყება მხოლოდ იმიტომ სურს, რომ აპრილში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან მუნ ჯე ინთან შეხვედრისას, დათმობები მიიღოს.

შეთახმება ორი კორეის ლიდერებს შორის სამიტის გამართვის შესახებ, სოფელ პანმუნჯონის დემილიტარიზებულ ზონაში სამხრეთ კორეის მხარეზე ასევე სეულის წარმომადგენელთა ვიზიტისას იქნა შეთანხმებული. ეს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის 2007 წლის შემდეგ პირველი შეხვედრა იქნება.

სამხრეთ კორეის ლიდერი მუნ ჯე ინი ჩრდილოეთ კორეის თანამშრომლობის ფორმატში ჩართვას ცდილობს. მან ჩრდილო კორეასთან სამხრეთ კორეაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში ფხენიანის მონაწილეობის საკითხზე შეთანხმებას მიაღწია.

ზოგი ფიქრობს, რომ მუნი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისთვის ეკონომიკური ინიციატივის მიცემას შეეცადოს, და სანქციების ნაწილი გააუქმოს. მათ შორის ხელახლა გახსნას კაესონგის ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც ორმხრივად იმართება და 5000 ჩრდილო კორეელს ასაქმებს. კომპლექსი 2016 წელს ჩრდილოეთ კორეის მიერ განმეორებითი ბირთვული ცდებისშემდეგ დაიხურა.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეასუსტებს ან განმუხტავს არსებული ეკონომიკური სანქციების ეფექტს ჩრდილოეთ კორეაზე, დიდი შეცდომა იქნება“, - ამბობს ბონ იუნგ-შიკი, სეულის იონსეის უნივერსიტეტის ჩრდილოეთ კორეის შესწავლის ინსტიტუტის პოლიტიკური მიმომხილველი.

თუმცა სამხრეთ კორეის გამოცემა „იონჰაპის“ მიხედვით, პრეზიდენტმა მუნმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ სანქციების შემცირების გეგმა არ განიხილება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG