ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიმპიჩმენტო მოსმენა: კონგრესში ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლები გამოიძახეს


დღეს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში, ეროვნული უსაფრთხოების რამდენიმე მაღალჩინოსნის თანაშემწეთა მოსმენა მიმდინარეობს. ისინი იმ საუბარს შეესწრნენ, რომელიც ივლისში ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გაიმართა.

კონგრესში დღეს დაბარებულები არიან: ჯენიფერ უილიამსი, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თანაშემწე და ალეგზანდერ ვინდმენი. ეს უკანასკნელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უკრაინის ექსპერტია. ორივე დილის სესიაში იღებს მონაწილეობას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

შუადღის სესიაზე მოუსმენენ კურტ ვოლკერს, შეერთებული შტატების ყოფილ საგანგებო დესპანს უკრაინაში და ტიმ მორისონს, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, ევროპის და რუსეთის განყოფილების დირექტორი იყო. ორივემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კონგრესში უკრაინასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

დღეიდან ხუთშაბათის ჩათვლით, კანონმდებლები 9 მოწმეს მოუსმენენ. ამისთვის კონგრესში 5 მოსმენაა დანიშნული.

ტრამპი აცხადებს, რომ მან შესაძლოა გაითვალისწინოს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის რჩევა და დაზვერვის კომიტეტს თავადაც მისცეს ჩვენება. პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება ორშაბათს გააკეთა. საუბარია კანონმდებელთა კითხვებზე პასუხის წერილობით გაცემაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG