ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიმპიჩმენტო მოსმენაზე ჩვენებას უკრაინაში აშშ-ის გადაყენებული ელჩი იძლევა


უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი დღეს კონგრესში ჩვენებას მისცემს. მისი ჩვენების მიღება, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მოხდება.

მარი ივოვანოვიჩმა თავისი გათავისუფლების შესახებ თქვა: “ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა ელჩი მოეხსნა იმაზე დაყრდნობით, რაც - რამდენადაც შემიძლია ავხსნა - აშკარად საეჭვო მოტივების მქონე ხალხის, უსაფუძვლო და ყალბი განცხადებები იყო”.

უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უილიამ ტეილორმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჯორჯ კენტმა, რომელიც უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ჩვენება ოთხშაბათს მისცეს.

სამივე დიპლომატმა დახურულ კარს მიღმა ჩვენება უკვე მისცა, რომელიც შეეხებოდა ტრამპის მცდელობას, ზეწოლა მოეხდინა უკრაინაზე, რათა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული, დისკრედიტირებული შეთქმულების თეორია გამოეძიებინათ.

დემოკრატები ამბობენ, რომ ღია მოსმენები საზოგადოებას საშუალებას მისცემს მოწმეების და მათი ჩვენებების სანდოობა შეაფასოს. რესპუბლიკელები, სავარაუდოდ, შეეცდებიან საიმპიჩმენტო ქმედებების დისკრედიტაცია მოახდინონ და მოწმეთა ჩვენებებში შეუსაბამობებზე მიუთითონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG