ამერიკელი კანონმდებლები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის შესწავლას განაგრძობენ. ისინი უკრაინის საკითხებთან დაკავშირებულ დიპლომატების ჩვენებებს იღებენ.
დღეს, წარმომადგენელთა პალატის წინაშე ლორა კუპერი, თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე წარსდგება. სავარაუდოდ, ის ისაუბრებს პენტაგონის მოთხოვნაზე, რომ თეთრ სახლს უკრაინისთვის გაყინული 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გადაეცა.
კუპერის ჩვენებამდე, პალატის წინაშე უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უილიამ ტეილორი წარსდგა. გავრცელებული ინფორმაციით, მან დახურულ კარს მიღმა განაცხადა, რომ მას უთხრეს, რომ თეთრი სახლი მხოლოდ მაშინ გადასცემდა უკრაინას დახმარებას, თუ კიევი საჯარო დაპირებას დადებდა, რომ გამოძიებას დაიწყებდა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და მისი შვილის წინააღმდეგ.
ტეილორის ჩვენება ეწინააღმდეგება პრეზიდენტის მტკიცებას, რომ დახმარება გამოძიების სანაცვლოდ არ შეჩერებულა.
ტეილორმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ამერიკის ელჩთან და ტრამპის კამპანიის დონორთან, გორდონ სონდლანდთან საუბრისას, ამ უკანასკნელმა მას უთხრა, რომ პრეზიდენტმა მას განუცხადა, რომ სურდა უკრაინელებს ენერგო-კომპანია "ბურისმას" და ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყოთ.
„სატელეფონო საუბრის დროს, სონდლანდმა მითხრა, რომ მას პრეზიდენტმა ტრამპმა უთხრა, რომ მას სურს [უკრაინის] პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ განაცხადოს, რომ უკრაინა გამოძიებს ბურისმას და უკრაინის სავარაუდო ჩარევას 2016 წლის არჩევნებში“, - ნათქვამია ტეილორის გამხსნელ სიტყვაში, რომელიც "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა.
ბეიდენის შვილი, ჰანთერი, კომპანია ბურისმას სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ხოლო ბრალდება, რომ უკრაინა 2016 წლის არჩევნებში ჩაერია, დემოკრატების მხარეზე შეთქმულების თეორიას ეფუძნება, რომელიც უარყოფილია.
ტეილორმა თქვა, რომ სონდლანდმა მას უთხრა, რომ მან შეცდომა დაუშვა, როცა უკრაინის ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ ტრამპმთა შეხვედრის შესაძლებლობა ეფუძნებოდა კიევის მხრიდან გამოძიების საჯარო პირობას. „რეალურად, სონდლადმა თქვა, რომ „ყველაფერი“ ამ განცხადებაზე იყო დამოკიდებული, მათ შორის უსაფრთხოების დახმარება“, - წერს ტეილორი.
დემოკრატების მიერ მართული წარმომადგენელთა პალატა განაგრძობს დახურულ კარს მიღმა ჩვენების მოსმენას, იმაზე გაუწიოს თუ არა რეკომენდაცია ტრამპის იმპიჩმენტს, ნაწილობრივ იმ საბაბით, რომ პრეზიდენტმა უცხო ქვეყნის მთავრობის გამოყენება სცადა, ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.
Facebook Forum