ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში აშშ-ს ყოფილი ელჩი კონგრესის წინაშე წარსდგა


პარასკევს, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უკრაინაში, კაპიტოლიუმის ბორცვზე, კონგრესის იმ კომიტეტის წინაშე წარსდგა, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეს განიხილავენ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეცადა არ დაერთო ნება მარი იოვანოვიჩისთვის კანონმდებლების წინაშე წარმდგარიყო.

პრეზიდენტმა ტრამპმა მარი იოვანოვიჩი, უკრაინის ელჩის პოსტიდან დროზე ადრე გაიწვია, ამის მიზეზად ადმინისტრაცია იოვანოვიჩის მხრიდან უკრაინაში პრეზიდენტის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლის მცდელობას ასახელებდა, თუმცა ამის სამხილი არ არსებობს. იოვანოვიჩის წარსდგომა კონგრესის წინაშე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რადგან სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ს ელჩს ევროკავშირში, გორდონ სოლდლენდს წარმომადგენელთა პალატის წინაშე ჩვენების მიცემა აუკრძალა.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ის კონგრესთან არ ითანამშრომლებს იმპიჩმენტის საქმის განხილვაში. ადმინისტრაცია პროცესს „არაკონსტიტუციურს“ უწოდებს. ტრამპი აცხადებს, რომ 25 ივლისს მისი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უწყინარი იყო. ზელენსკიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპს მისი შანტაჟი არ უცდია.

წარმომადგენელთა პალატის კომიტეტებმა ხუთშაბათს პრეზიდენტის ენერგეტიკის მდივანი რიკ პერი და მისი პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის ორი დამხმარე გამოიძახა ჩვენების მისაცემად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG