ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში საიმპიჩმენტო მოსმენების მეორე კვირა იწყება


ამერიკელ კანონმდებლებს, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიებას აწარმოებენ, მოსმენების მეორე კვირა დატვირთული ექნებათ. წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე კიდევ რვა მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირი წარსდგება. ეროვნული ტელევიზიით გადაცემული მოსმენის სესიების ცენტრალური ფიგურა იქნება გორდონ სონდლენდი, ევროკავშირში შეერთებული შტატების ელჩი, რომელიც კომიტეტის წინაშე ოთხშაბათს წარსდგება.

დახურულ კარს მიღმა მიცემულ, შეცვლილ, ჩვენებაში სონდლენდმა თქვა, რომ სექტემბრის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის თანაშემწე გააფრთხილა, რომ მისთვის სასურველ ამერიკულ სამხედრო დახმარებას ვერ მიიღებდა, თუ კიევის ლიდერი საჯაროდ არ დადებდა პირობას, რომ ბაიდენის საქმეს გამოიძიებდა.

ეს იყო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა გარკვეულ სამსახურს, სანაცვლო სამსახურის გაწევის სანაცვლოდ, რასაც პრეზიდენტი ტრამპი უარყოფს, თუმცა ქვეყნის 45-ე პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების დემოკრატი კანონმდებლების ძალისხმევაში, ამას ცენტრალური ადგილი უკავია.

საიმპიჩმენტო გამოძიებასთან დაკავშირებულმა ზოგიერთმა ფიგურამ სონდლენდის ჩვენება გაამაგრა. მათ შორისაა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების თანაშემწე ტიმ მორისონი, რომელიც კომიტეტის წინაშე სამშაბათს წარსდგება. სამშაბათს ასევე მოუსმენენ უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილ საგანგებო წარმომადგენელ კურტ ვოლკერს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თანაშემწეს საგარეო საქმეებში ჯენიფერ ვილიამსს და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ევროპული საქმეების დირექტორ, ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდერ ვინდმენს.

ოთხშაბათისთვის, თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირის ლორა კუპერის, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, დევიდ ჰეილის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ევროპის და რუსეთის განყოფილების უფროსი დირექტორის, ფიონა ჰილის მოსმენა იგეგმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG