ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლა, საიმპიჩმენტო ძალისხმევის ფორმას განსაზღვრავს


პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ კონგრესის საიმპიჩმენტო გამოძიების მიმდინარეობისას, საზოგადოებრივი აზრის თავის სასარგებლოდ გადახრა, ორივე მხარისთვის საკვანძო საკითხია.

დემოკრატების მიერ მართული საიმპიჩმენტო გამოძიებისადმი მხარდაჭერა სწრაფად გაიზარდა რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ამ გამოძიების შესახებ გამოაცხადა. ამ დროისთვის, ქვეყანა მკვეთრად არის გაყოფილი საკითხზე, კონგრესმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი უნდა გამოუცხადოს და საქმე განსახილველად სენატს გადაუგზავნოს, თუ პრეზიდენტი თანამდებობაზე დარჩეს.

ეროვნული მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 50 პროცენტი იმპიჩმენტს ემხრობა, ამაზე ოდნავ ნაკლები კი ამ იდეის წინააღმდეგია.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მკვლევარი სუზან ლო ბლოჩი ამბობს, რომ დემოკრატებს იმედი აქვთ, საჯარო მოსმენები იმპიჩმენტისადმი მხარდაჭერას გააძლიერებს, თუმცა წარმომადგენელთა პალატას და სენატს არ შეუძლია ვინმე თანამდებობიდან გადააყენოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ მოსწონს, ეს არასწორი იქნება და ეს საკითხი არც განიხილება, მაგრამ იმავდროულად, ეს პოლიტიკური პროცესია და მას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

საჯარო მოსმენები საიმპიჩმენტო გამოძიების კრიტიკული ახალი ფაზაა და დემოკრატებმა მოსმენის სესიები ვეტერანი დიპლომატების გამოძახებით დაიწყეს. კონგრესში ჩვენება, უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უილიამ ტეილორმა და სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტმა მისცეს.

ტეილორმა განაცხადა, რომ უკრაინისადმი დახმარების უმიზეზოდ დაყოვნება, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ კამპანიას დახმარებოდა, უაზრობა იყო.

დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ადამ შიფმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სავარაუდო საქციელი, კონსტიტუციურ სტანდარტს პასუხობს, რომელიც იმპიჩმენტისთვისა საჭირო.

რესპუბლიკელებმა თქვეს, რომ პრეზიდენტის ქმედებების შესახებ მოწმეთა ჩვენებები მეორე და მესამე პირებისგან მომდინარეობს და უკრაინისადმი დახმარებაც განახლდა. ამასთან ერთად, კონგრესმენმა დევინ ნუნესმა განაცხადა, რომ საიმპიჩმენტო გამოძიება, დემოკრატების ძველი გეგმის ნაწილი იყო, რომლითაც პრეზიდენტის გადაყენება სურდათ.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ დემოკრატებს საქმის საფუძველი არ გააჩნიათ.

ანალიტიკოსები დააკვირდებიან, თუ მიმდინარე მოსმენები საზოგადოებრივ აზრზე და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე როგორ გავლენას მოახდენს. “ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის” წარმომადგენელმა რამეშ პონურუმ “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ ამჟამად ეს პროცესი ორივე პარტიის მხარდამჭერების შეხედულებებს აძლიერებს.

ჯერ-ჯერობით, რესპუბლიკელები პრეზიდენტ ტრამპის მიტოვების ნიშნებს არ ამჟღავნებენ, მაგრამ ვირჯინიის უნივერსიტეტის ექსპერტი ბარბარა ენ პერი წინასწარმეტყველებს, რომ მოსმენების ჩატარების პერიოდში, ისინი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს ყურადღებით დააკვირდებიან და თუ დაინახავენ, რომ მათ საარჩევნო ოლქებში პრეზიდენტი მზარდად არაპოპულარული ხდება, შესაძლოა მის წინააღმდეგ წავიდნენ.

პრეზიდენტ ტრამპის მოწონების რეიტინგი დაახლოებით 41 პროცენტის დონეზე რჩება. რეიტინგმა ოდნავ დაიწია სექტემბრის შემდეგ, როდესაც საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG