ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია


თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია
თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია

ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ის გამოსახულებები გაავრცელა, რომელებიც სიგარეტის კოლოფებზე უნდა იყოს გამოსახული. ადმინისტრაციის თქმით, ეს გამოსახულებები ადამიანებს მოწევის მავნებლობის შესახებ ყოველ მოწევაზე გააფრთხილებს.

გამოსახულებებზე აღბეჭდილი იქნება მწეველის გაყვითლებული კბილები, დაავადებული ფილტვები და კიბოსგან მომაკვდავი პაციენტები. ეს ფოტოები მომავალი წლის ოქტომბრამდე თითოეულ გაყიდულ კოლოფზე უნდა იყოს დაბეჭდილი. გარდა ამისა, სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, თამბაქოს პროდუქტების რეკლამების ერთ-მეხუთედზე მსგავსი გაფრთხილებები უნდა იყო გადმოცემული.

თამბაქოს ინდუსტრია გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და აცხადებს, რომ ის არაკონსტიტუციურია, რადგანაც თამბაქოს წარმატებულ რეკლამირებას ხელს შეუშლის.

XS
SM
MD
LG