ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი- სისასტიკის და შეუწყნარებლობის ნიმუში


„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საქართველო რეგიონში ერთ-ერთ გამონაკლისად სახელდება, სადაც დემოკრატიული პროცესების დაწინაურება ხდება

გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ „ფრიდომ ჰაუსი“ მორიგ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. 12 ივნისით დათარიღებულ ახალ ანგარიშში საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებას პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებზე ამახვილებს და ხაზს უსვამს დემოკრატიის ათწლიანი დაღმასვლის პროცესს, რომელშიც გადამწყვეტ როლს რუსეთი თამაშობს.

ანგარიშში სახელწოდებით „გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები - 2014“ რუსეთი ნაჩვენებია, როგორც ევრაზიის კონტინენტის რიგ ქვეყნებში შექმნილი თავისუფლების ინსტიტუტებისგან უკანდახევის ნიმუში და რეპრესიების მონაცემებით საგანგაშო დონის მაჩვენებელი ქვეყანა. „თუკი ათი წლის წინ ევრაზიაში ხუთიდან მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობდა კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, დღეს ანგარიშის მიხედვით, ეს მონაცემი ხუთიდან თითქმის ოთხ ადამიანს უდრის. ამასთან, აღნიშნული პროცესი ჩქარდება“ - აცხადებს სილვანა ჰაბდანკ-კოლაკჟკოვა, ანგარიშის პროექტის დირექტორი. მისი თქმით, რუსეთი ამ შემთხვევაში სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის სისასტიკის და შეუწყნარებლობის ერთგვარ მისაბაძ ნიმუშს წარმოადგენს.

ევრაზიის და ბალკანეთის ქვეყნებში დაფიქსირებული ტენდენციისგან ერთგვარ გამონაკლისად ორგანიზაცია კოსოვოს, ალბანეთს და საქართველოს მიიჩნევს. საქართველომ გაუმჯობესებული არჩევნებით და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემით უკეთესი რეიტინგები დაიმსახურა, ნათქვამია ანგარიშში. „ფრიდომ ჰაუსი“ ასევე პოზიტიურად აფასებს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას უკრაინაში, ცენტრალური ევროპის ქვეყნებში და ყაზახეთში.

კომენტარების ნახვა (4)

XS
SM
MD
LG