ღია საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით ცხინვალის და მისი მიმდებარე ტერიტორიების წინააღმდეგ
2008 წლის
7-8 აგვისტოს ღამეს. ოპერაცია ქართული მხარის მასიური საარტილერიო შეტევით დაიწყო,”
-ნათქვამია ე.წ. ”ტალიავინის კომისიის” დასკვნაში. თუმცა, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ომის დაწყების საკითხის განხილვისას ” ფოკუსირება მხოლოდ -8 აგვისტოს ღამეს ცხინვალის წინააღმდეგ საარტილერიო შეტევაზე” არ უნდა მოხდეს.” შეფასება ასევე უნდა მოიცავდეს ომამდე წლების უკან არსებულ პერიოდს და იმ მზარდ დაძაბულობას, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებას წინ უძღოდა,”
-ნათქვამია დასკვნაში. რაც შეეხება რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ბრალდებებს გენოციდთან დაკავშირებით, დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს მხრიდან გენოციდს ადგილი არ ქონია. ”
ფაქტების გულისყურით შესწავლის შემდეგ, მისია ასკვნის, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, განცხადებები ქართული მხარის მიერ გენოციდის განხორციელებასთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის და მისი შემდგომი პერიოდის კონტექსტში არც იურიდიულად არის დასაბუთებული, და არც რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულებებითაა გამყარებული,” -ნათქვამია დასკვნაში. დასკვნაში ნათქვამია, რომ ეთნიკური წმენდა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა.
დასკვნაში აღნიშნულია რომ ყველა მხარემ კომისიასთან თანამშრომლობის ” მოულოდნელად მაღალი ”ხარისხი გამოამჟღავნა. კომისიის განცხადებით შეუძლებელია ” კონფლიქტზე მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს დაეკისროს ” და რომ დასკვნის მიზანი არ არის ” ძველი ჭრილობების ხელახლა გახსნა და ემოციების გაღვივება”.