ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივანი ლათინურ ამერიკაში ვენესუელაზე ისაუბრებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ლათინურ ამერიკაში 6 დღიანი ტურნე დაიწყო. ამ ტურის მთავარი მიზანი რეგიონის ქვეყნების დაყოლიებაა იმაზე, რომ მათ ვენესუელას დეკმოკრატიული რეფორმების გატარებისკენ უბიძგონ.

ტილერსონი მექსიკას, არგენტინას, პერუს, კოლუმბიას და იამაიკას ეწვევა. ვაშინგტონიდან გამგზავრებამდე, სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ „ვენესუელაში არსებული სიტუაციისთვის თავის გასართმევად, ამერიკა მის ხელთ არსებულ ყველა პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ ბერკეტს გამოიყენებს.“

ვენესუელაში მეხუთე წელია როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. იანვარში ამერიკის ხაზინამ ვენესუელის ყოფილი და ახლანდელი რამდენიმე მაღალჩინოსანი სანქციების სიაში შეიყვანა. მათ ბრალი კორუფციაში და რეპრესიული პოლიტიკის წარმოებაში ედებათ, რომლის შედეგადაც ქვეყანაში სურსათის და მედიკამენტების მძიმე უკმარისობაა.

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს საერთაშორისო მასშტაბით მისი სოციალისტური რეჟიმის დამხობის ძალისხმევის მხარდაჭერაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG