ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რექს ტილერსონი ლონდონში მართავს შეხვედრებს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი დღეს ლონდონში ბრიტანელ და ფრანგ ოფიციალურ პირებს ხვდება. ამერიკის მთავარი დიპლომატი ჩრდილოეთ კორეის საკითხზე იმსჯელებს და ასევე მონაწილეობას მიიღებს სესიაში, სადაც ლიბიაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია განიხილება. ორმხრივ მოლაპარაკებებში კი სავარაუდოდ ქარიშხალ ირმას შედეგებთან ბრძოლაც შევა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, ტილერსონმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს ჩრდილოეთ კორეის შესახებ.

მოგვიანებით, ის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბორის ჯონსონსა და საფრანგეთის პოლიტიკურ დირექტორს ირანის საკითხებში ნიკოლა დე რივიერს შეხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG