ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი უარყოფს ხმებს ტილერსონის გადადგომაზე


სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ჰედერ ნაუერტი უარყოფს ხმებს, რომ მდივანი ტილერსონი თანამდებობის დატოვებაზე ფიქრობს.

გუშინდელ ბრიფინგზე, პრესსპიკერს პირველი კითხვა სწორედ ამასთან დაკავშირებით დუსვეს, პასუხად კი მან განაცხადა: "ვესაუბრეთ სახელმწიფო მდივანს და მან ნათლად აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში დარჩენას აპირებს. ბევრი საქმე გვაქვს მომავალში. მან აღნიშნა, რომ აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში და ასევე გააგრძელებს."

ბოლოს ნუაერტმა დასძინა, რომ სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტის ნება-სურვილით მსახურობს კაბინეტში, ისევე როგორც კაბინეტის ყველა სხვა წევრი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG