ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი: საერთაშორისო თანამეგობრობა ჩრ. კორეის საკითხში ერთსულოვანია


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილეროსონმა დღეს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას შეუძლია დიალოგის დაწყების სურვილის საჩვენებლად რაკეტების გამოცდების შეწყვიტოს. მისი თქმით, ეს ფხენიანის მხრიდან საუკეთესო ნაბიჯი იქნება.

ტილერსონმა მანილაში ისაუბრა, სადაც ამერიკის პირველი დიპლომატი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტში იღებს მონაწილეობას. მან დასძინა, რომ შაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ახალი სანქციებით საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ ჩრდილოეთ კორეის მოქმედებები მიუღებელია. სანქციებზე საყოველთაო თანხმობა იმაზეც მიუთითებს, რომ მსოფლიოს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება სურს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG