ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რექს ტილერსონი: ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე აქცენტით, ყურადღება მოდუნდა თეირანის დესტრუქციულ ქმედებებზე


ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმააღნიშნა, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების იმპლემენტაციამ ყურადღება გადაიტანა ირანის დესტრუქციული მოქმედებებიდან რეგიონში, განსაკუთრებით კი ყურადღება მოადუნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, ტერორისტების მხარდაჭერა და ირანის როლი სირიის, ერაყისა და იემენის კონფლიქტებში.

ტილერსონის განცხადებები სამშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ მედია ბრიფინგზე გაჟღერდა. ტრამპის ადმინისტრაციამ ივლისში კონგრესს მისცა შეტყობინება, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმების პირობებს აკმაყოფილებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG