კკვირას, ფოქსის ტელევიზიასთან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ გასულ კვირას სამი ბალისტიკური რაკეტის გაშვება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პროვოკაციული მოქმედება იყო, თუმცა აშშ პრობლემის მშვიდობიანი დარეგულირების გამონახვას შეეცდება. "ჩვენ ამ ქმედებას პროვოკაციად ვაფასებთ აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეების მიმართ, მაგრამ ჩვენ, მოკავშირეებთან ერთად, ჩრდილოეთ კორეაზე მშვიდობიან ზეწოლას გავაგრძელებთ, რათა ფხენიანის რეჟიმი მოლაპარაკებებზე დავითანხმოთ",-თქვა მან.
Facebook Forum