ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაჯიკეთში ჩინური სამხედრო ბაზა აშენდება


ჩინეთის დაფინანსებით ტაჯიკეთში ახალი სამხედრო ბაზა აშენდება. ინფორმაცია ოფიციალურმა დუშანბემ გაავრცელა. ცნობაში აღნიშნულია, რომ ახალი სამხედრო ბაზა ავღანეთის საზღვართან განთავსდება და მისი მიზანია მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება და დროული რეაგირება.

ტაჯიკეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ახალ სამხედრო ბაზას ჩინეთი ააშენებს და მასზე კონრტოლს სრულად ჩინეთი განახორციელებს. ოფიციალური დუშანბე პეკინისგან ბაზის სანაცვლოდ ქირის აღებაზეც კი უარს ამბობს. სანაცვლოდ, ტაკიკეთი ჩინეთიდან სამხედრო დახმარებას მიიღებს.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს მოვლენები ცენტრალურ აზიაში ჩინეთის სამხედრო პოზიციების გამყარების მცდელობაა. ჩინეთმა ამ მიმართულებით მუშაობა მას შემდეგ გააძლიერა, რაც აგვისტოში ამერიკელმა და მოკავშირე ქვეყნის სამხედროებმა ავღანეთი სრულად დატოვეს, ქვეყანას კი თალიბანი აკონტროლებს. ჩინეთი ახლო კომუნიკაციაშია თალიბანის ლიდერებთან. პეკინი თალიბანს ეკონომიკურადაც ეხმარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG