ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაშარ ალ ასადის ბედი თურქეთში წყდება


ბაშარ ალ ასადის ბედი თურქეთში წყდება

თურქეთში მიმდინარეობს სირიის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა. შეხვედრაზე წყდება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის ქვეყნიდან განდევნის გეგმა.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, მსგავსი შეხვედრა დამსაკოსშიც იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაიდო დემონსტრანტებთან შეტაკებების დროს მომხდარი სისხლისღვრის გამო. დამასკოსში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დემონსტრაცია 32 აქტივისტის მკვლელობით დასრულდა. სირიის უშიშროებამ ასევე რამდენიმე ადამიანი ქალაქ დარააშიც მოკლა.

XS
SM
MD
LG