ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ბრძოლები გრძელდება


ამბოხებულთა ლიდერები ყატარში შეიკრიბნენ

სირიაში, ჰამას პროვინციაში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი სამთავრობო ჯარისკაცი დაიღუპა. აქტივისტების ინფორმაციით, აფეთქება ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა დაჯგუფებამ - „ალ -ნუსრას ფრონტმა“ განახორციელა.

სირიელ ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლები დედაქალაქ დამასკოში მიდის. ამის შესახებ ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იუწყება. ჯგუფის ინფორმაციით, დამასკოს გარეუბნებში - თადამონსა და იარმუყში ბრძოლები გუშინ დაიწყო. აქტივისტების ცნობით, სამთავრობი ავიაციამ ამბოხებულთა პოზიციები დაბომბა.

ამავდროულად, სირიის დანაწევრებულმა ოპოზიციამ გუშინ მოლაპარაკებები დაიწყო ყატარის დედაქალაქ დოჰაში. შეხვედრის მიზანი პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბება და საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა. ასევე, საუბარია, რომ სირიის ნაციონალური საბჭო გამოცხადდეს სირიის ხელისუფლებად დევნილობაში. დოჰაში მოლაპარაკება ოთხ დღეს გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG